საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ისტორია

1996 წელს დაფუძნდა წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.

1997

ჩატარდა თბილისის წიგნის პირველი ფესტივალი ევრაზიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

შეიქმნა ქართულ გამომცემლობათა (და სტამბათა) პირველი კატალოგი, რომელიც გამოიცა ღია საზოგადოება ქართული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (OSGF).

ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა სემინარი _ „საავტორო უფლებების დაცვა შვედეთში“.

დაარსდა ნაციონალური სააგენტო ISBN ასოციაციისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ.

წიგნის ასოციაცია წარდგენილი იყო საფრანგეთის საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე.

1998

გამოქვეყნდა პირველი ეროვნული ბიბლიოგრაფია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფინანსური მხარდაჭერით.

1999

პროექტი სახელწოდებით: „ ქართული საგამომცემლო ინდუსტრიის გაუმჯობესება“ დაფინანსდა ევრაზიის ფონდის მიერ.

2000

ჩატარდა თბილისის წიგნის ფესტივალი ევრაზიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

სემინარი- „გამომცემელთა მოთხოვნები“ , ორგანიზებული ღია საზოგადოება-ბუდაბეშტის ინსტიტუტის მიერ (OSI-Budapest).

2001

სემინარები- „საავტორო უფლებები“ და „ინდივიდუალური განათლება“, ორგანიზებული ღია საზოგადოება-ბუდაბეშტის ინსტიტუტის მიერ (OSI-Budapest)

თბილისის წიგნის ფესტივალი OSGF-ის ფინანსური მხარდაჭერით.

სემინარი- „მარკეტინგი და დისტრიბუცია წიგნის სექტორში“, ჩატარდა საფრანგეთის ყოველწლიური წიგნის ფესტივალის და თბილისის გოეთეს ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით.

სემინარი- „წიგნის გამომცემლობა“, ორგანიზებული ღია საზოგადოება-ბუდაბეშტის ინსტიტუტის მიერ (OSI-Budapest).

2002

სემინარი- „პროფესიული ეთიკის კოდექსი“- OSI-ბუდაპეშტის ფინანსური მხარდაჭერით.

თბილისის წიგნის ფესტივალი ჩატარდა ევრაზიის ფონდის ფინანსური დახმარებით.

2003

თბილისის წიგნის ფესტივალი, ჩატარდა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ისა და ახალი მემარჯვენეების პოლიტიკური პარტიის ფინანსური მხარდაჭერით.

2004

თბილისის წიგნის ფესტივალი, ჩატარდა საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

2005

ჩატარდა თბილისის წიგნის ფესტივალი საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

გაუმჯობესდა და განახლდა პროექტი: „საქართველოს ბიბლიოთეკის წიგნის საცავი“.

2006

ჩატარდა თბილისის წიგნის ფესტივალი საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

2007

ჩატარდა თბილისის წიგნის ფესტივალი საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული სტენდი, რომელიც უზრუნველყოფს ქართულ გამომცემლობათა წიგნების ექსპორტსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე.

2008

ჩატარდა შავი ზღვის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, რომლის ფარგლებში გაიმართა:

სემინარები: „ურთიერთობების გაუმჯობესება“; „ინფორმაციულობის ამაღლება: გზა წარმატებული ინტეგრაციისთვის საერთაშორისო საგამომცემლო პროცესში“. ფესტივალის მხარდამჭერები იყვნენ ევრაზიის ფონდი, ღია საზოგადოება- საქართველო და საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

კვლევა: „წიგნის მოთხოვნილება საქართველოში“ მომზადდა და გამოიცა ევრაზიის ფონდის, ღია საზოგადეაბა_საქართველოსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია გახდა საერთაშორისო გამომცემელთა ასოციაციის (IPA) სრულუფლებიანი წევრი.

ჩატარდა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული სტენდი, რომელიც უზრუნველყოფს ქართულ გამომცემლობათა წიგნების ექსპორტსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე.

2009

საავტორო უფლებებთან დაკავშირებული საერთაშორისო კომნფერენცია დასპონსორდა World Intellectual Property Organization და საერთაშორისო გამომცემელთა ასოციაციის მიერ (WIPO; IPA; IFFRO).

ჩატარდა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული სტენდი, რომელიც უზრუნველყოფს ქართულ გამომცემლობათა წიგნების ექსპორტსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე.

2010

ჩატარდა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული სტენდი, რომელიც უზრუნველყოფს ქართულ გამომცემლობათა წიგნების ექსპორტსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე.

2011

Sponsored Post Learn from the experts: Create a successful blog with our brand new courseThe WordPress.com Blog

WordPress.com is excited to announce our newest offering: a course just for beginning bloggers where you’ll learn everything you need to know about blogging from the most trusted experts in the industry. We have helped millions of blogs get up and running, we know what works, and we want you to to know everything we know. This course provides all the fundamental skills and inspiration you need to get your blog started, an interactive community forum, and content updated annually.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

gpba-logo eng

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად. ასოციაცია, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთაც.

ასოციაცია დიდ როლს თამაშობს საქართველოში წინგნის სექტორის განვითარებაში.

საქართველოში რეგისტრირებულ წიგნის გამომცემელთა დაახლოებით 80% ასოციაციის წევრია.

ასოციაცია განსაზღვრავს და იცავს წიგნის სექტორის ინტერესებს, საავტორო უფლებებსა და ბეჭვდის თავისუფლებას საგამომცემლო სფეროში. ასოციაციამ შექმნა პროფესიული ეთიკის კოდექსი, ასევე კანონმდებლობა წიგნის სექტორში პირობების გაუმჯობესების მიზნით.

ასოციაციის მიზნებია:

  1. წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა საერთო ინტერესების გამოხატვა და დაცვა თავისუფალი ბაზრისა და თანაბარი კონკურენციის პრინციპებზე დაყრდნობით;
  2. გამოცემის თავისუფლების დაცვა;
  3. საავტორო უფლებების დაცვა;
  4. პროფესიული ეთიკის ნორმების შექმნა და დამკვიდრება;
  5. წიგნის სექტორის, როგორც დარგის წარმომადგენლობა ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბით;
  6. წიგნის სფეროში დარგის განვითარებისთვის ხელსაყრელი საკანონმდებლო ბაზის შექმნისა და სრულყოფის ხელშეწყობა;
  7. ეროვნული და საერთაშორისო წიგნის ბაზრობების, ფესტივალების, წიგნისა და საავტორო უფლებათა დღის, წიგნთან დაკავშირებული სხვა პროფესიული ღონისძიებების ორგანიზება და მათში ქართველ გამომცემელთა თუ გამავრცელებელთა მონაწილეობის ხელშეწყობა.